Быстрый поиск сервиса

Главная Мой счёт













ოვერდრაფტი!


ვიდეო ინსტრუქცია !

რა არის ოვერდრაფტი?

ოვერდრაფტი არის gadaixade.ge-ს კუთვნილებაში არსებული ფულადი რესურსი, რომლის გადახდების შესასრულებლად გახარჯვის საშუალებას აძლევს gadaixade.ge მომხმარებელს.


სად შეიძლება გახარჯოს მომხმარებელმა gadaixade.ge-ს მიერ მისთვის გამოყოფილი ოვერდრაფტი?

მომხმარებელს ოვერდრაფტის გახარჯვა შეუძლია მხოლოდ gadaixade.ge-ზე არსებული სერვისებისა და მომსახურების გადახდაში.


რამდენ პროცენტში გამოეყოფა ოვერდრაფტი მომხმარებელს?

ოვერდრაფტის საპროცენტო განაკვეთი არის 0-ის ტოლი.


რა პეროიდით აქტიურდება მომხმარებლისთვის ოვერდრაფტი?

ოვერდრაფტი აქტიურია ერთი თვის პერიოდით. მომხმარებელს შეუძლია გაააქტიუროს ოვერდრაფტი ყოველ თვიურად.


ვის შეუძლია ოვერდრაფტის გამოყენება?

ოვერდრაფტის გამოყენება შეუძლია მხოლოდ gadaixade.ge-ზე რეგისტრირებულ და ავტორიზირებულ მომხმარებელს.


რა შემთხვევაში აქტიურდება ოვერდრაფტი მომხმარებლისთვის?

იმისთვის, რომ მომხმარებელს მომდევნო თვეში გაუაქტიურდეს ოვერდრაფტი საჭიროა მან მიმდინარე თვეში ჩაატაროს gadaixade.ge-ზე არსებული სერვისების გადახდები. ყოველ გადახდას ენიჭება ქულა. თვის განმავლობაში დაგროვილი ქულები ჯამდება.თუკი მიმდინარე თვის გადახდებით დაგროვილი ქულები დააკმაყოფილებს ქვემოთ ცხრილში მოყვანილ პირობებს მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა გაააქტიუროს ოვერდრაფტი.


რა წესით ხდება ოვერდრაფტის მისაღებად ქულების დაგროვება?

ოვერდრაფტის ქულების დაგროვების წესები მოცემული ცხრილში №1.


სად ნახავს მომხმარებელი დაგროვებულ ქულებს?

ავტორიზირებული მომხმარებელი მინიუში “ჩემი ანგარიშები” გამოძახებით შედის საკუთარ კაბინეტში სადაც იხილავს: წინა თვის განმავლობაში დაგროვილ ქულება, მიმდინარე თვის განმავლობაში დაგროვილ ქულებს და ოვერდრაფტის თანხას.


რას ნიშნავს ოვერდრაფტის გააქტიურება?

იმისათვის, რომ მომხმარებელმა გაააქტიუროს ოვერდრაფტი, რომელსაც შემდგომში გამოიყენებს გადახდიტვის, აუცილებელია მან ჩაატაროს საბარათე ოპერაცია 1 ლარის თანხაზე. ეს თანხა მომხმარებელს დაუბრუნდება მყისიერად. ეს პროცედურა საჭიროა შემდგომში ოვერდრაფტის ავტომატურ რეჟიმში დაფარვის განსახორციელებლად.


როგორ უნდა გააქტიურდეს ოვერდრაფტი?

ავტორიზირებული მომხმარებელი მინიუში “ჩემი ანგარიშები” გამოძახებით შედის საკუთარ კაბინეტში სადაც იხილავს ღილაკს “ოვერდრაფტის გააქტიურება”. ამ ღილაკზე დაჭერით მომხმარებელი ადასტურებს, რომ იგი თანახმაა გადახდებისთვის გამოიყენოს ოვერდრაფტის თანხა. ღილაკზე დაჭერის შედეგად მომხმარებელი გადავა გადახდის გვერდზე, იხილე წინა კითხვა, სადაც შევსებული იქნება გადახდისთვის საჭირო მონაცემები: აბონენტის ნომერი (ოვერდრაფტის უნიკალური ნომერი) , თანხა (ერთი ლარი). მომხმარებელი აჭერს ღილაკს “გადახდა” და არსებულ გადახდის სტანდარტულ თანმიმდევრობას. ამ გადახდის წარმატებით დასრულების შედეგად მომხმარებელს გაუაქტოიურდება ოვერდრაფტი.


რას ნიშნავს ოვერდრაფტის დავალიანება?

მომხმარებელს, როდესაც იგი გახარჯავს ოვერდრაფტის თანხას სერვისის ან/და მომსახურების გადახდაში, უჩნდება ამ თანხის დაბრუნების ვალდებულება.თუკი მომხმარებელმა არ გახარჯა გააქტიურებული ოვერდრაფტის თანხა მას არ უჩნდება დავალიანება.


როდის უნდა დაფაროს მომხმარებელმა ოვერდრაფტის დავალიანება?

ყოველი მომდევნო თვის მეორე კვირის სამშაბათი არის წინა თვის ოვერდრაფტის გახარჯვით შექმნილი დავალიანების გადახდის თარიღი.


როგორ ფარავს მომხმარებელი ოვერდაფტის დავალიანებას?

მომხმარებელს საკუთარ კაბინეტში აქვს ღილაკი “ოვერდრაფტის დავალიანების დაფარვა”. ამ ღილაკზე დაჭერით მომხმარებელი გადადის გადახდის გვერდზე სადაც შესაბამის ველებში შევსებული იქნება აბონენტის ნომერი (ეს არის ოვერდრაფტის დავალიანების დაფარვის სერვისის ნომერი), ოვერდრაფტის დავალიანების თანხა. მომხმარებელი აჭერს ღილაკს გადახდა. გადახდის შემდგომი თანმიმდევრობა იმეორებს გადახდის სტანდარტულ სქემას ისევე როგორც არის ნებისმიერი სერვისის გადახდის თანმიმდევრობა gadaixade.ge-ს ფარგლებში..


როგორ ფარავს მომხმარებელი ოვერდაფტის დავალიანებას?

მომხმარებელს საკუთარ კაბინეტში აქვს ღილაკი “ოვერდრაფტის დავალიანების დაფარვა”. ამ ღილაკზე დაჭერით მომხმარებელი გადადის გადახდის გვერდზე სადაც შესაბამის ველებში შევსებული იქნება აბონენტის ნომერი (ეს არის ოვერდრაფტის დავალიანების დაფარვის სერვისის ნომერი), ოვერდრაფტის დავალიანების თანხა. მომხმარებელი აჭერს ღილაკს გადახდა. გადახდის შემდგომი თანმიმდევრობა იმეორებს გადახდის სტანდარტულ სქემას ისევე როგორც არის ნებისმიერი სერვისის გადახდის თანმიმდევრობა gadaixade.ge-ს ფარგლებში..


რა მოხდება თუ მომხმარებელმა არ ან ვერ დაფარა ოვერდრაფტის დავალიანება?

თუკი მომხმარებელი ყოველი თვის მეორე კვირის სამშაბათი არ დაფარა დავალიენბა მას gadaixade.ge-ს საკუთარ კაბინეტში გაეგზავნება შეტყობინება დავალიანების არ დაფარვის შესახებ, დამატებით მიეცემა ორი დღე დავალიანების დასაფარად. იმ შემთხვევაში თუკი დამატებითი დროის განმავლობაში მომხმარებელი არ დაფარავს დავალიანებას gadaixade.ge ავტომატურ რეჟიმში მოახდენს დავალიანების თანხის ჩამოჭრას მომხმარებლის ბარათიდან (იხილე პასუხი კითხვაზე რას ნიშნავს ოვერდრაფტის გააქტიურება?). თუკი დავალიანების ავტომატური ჩამოჭრა არ დასრულდა წარმატებით ბარათზე არსებული გაუმართაობის გამო მომხმარებელი მომავალში ვეღარ ისარგებლებს Gadaixade.ge-ს ოვერდრაფტებით.


მომხმარებელსა და კომპანია “იუპიეს”-ს შორის ხელშეკრულება!

წინამდებარე ხელშეკრულება წარმოადგენს ძირითადი ხელშეკრულების დანამატს (იხილე მენიუ “სარგებლობის წესები” ) და იდება კომპანია “იუპიეს”-სა და gadaixade.ge-ს მომხმარებელს შორის და არეგულირებს მათ შორის თანამშრომლობას. ხელშეკრულების ტექსტი განმარტავს კომპანია “იუპიეს”-ისა და მომხმარებლის უფლებებსა და მოვალეობებს.


კომპანია “იუპიეს”-ის ვალდებულება:

1.მომხმარებლის მიერ ოვერდრაფტის გააქტიურების შემთხვევაში კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებელზე გაცემული ოვერდრაფტის ხელმისაწვდომობა, რაც გულისხმობს ოვერდრაფტის გახარკვის შესაძლებლობას იმ სერვისებიდა და მომსახუების ფარგლებში რაც დაშვებულია კომპანია “იუპიეს”-ს მიერ და მოცემულიზ ქვემოთ მოცემულ ცხრილში №2. ოვერდრაფტის გახარკვა შესაძლებელის შემდეგ სერვისებზე:
2.კომპანია ვალდებულია, ოვერდრაფტის, შესაბამისი თარიღის დადგომისას, არ დაფარვის შემთხვევაში, მიაწოდოს მომხმარებელს შესაბამისი (დავალიანების არ დაფარვის შესახე ) ინფორმაცია..
3.კომპანია ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ოვერდრაფტის ავტომატურ რეჟიმში გადახდის შესახებ ინფორმაცია.
4. კომპანია ვალდებულია, მენიუში “ისტორია”, კორექტულად ასახოს ოვერდრაფტის მეშვეობით შესრულებული გადახდების მონაცემები.


კომპანია “იუპიეს”-ის უფლებები:

1.თუკი გადახდის თარიღის დადგომისას მომხმარებელი არ გადაიხდის ოვერდრაფტის დავალიანებას კომპანია ავტომატურ რეჟიმში, უაქცეპტოთ (მომხმარებლის დასტურის გარეშე), მომხმარებლის ბარათიდან ჩამოჭრის დავალიანების შესაბამისი თანხა.
2.თუკი ავტომატურ რეჟიმში ვერ მოხდება ოვერდრაფტის დავალიანების დაფარვა კომპანია მომხმარებელს მომავალში შეუზღუდავს ოვერდრაფტით სარგებლობის შესაძლებლობას.


მომხმარებლის უფლებები:

1.Gadaixade.ge-ს მომხმარებელს უფლება აქვს ოვერდრაფტის გააქტიურების პირობების შესრულების შემთხვევაში ისარგებლოს ოვერდრაფტით.
2.Gadaixade.ge-ს მომხმარებელს უფლება აქვს ოვერდრაფტის თანხა გახარჯოს gadaixade.ge-ს სისტემაში არსებული სერვისებისა და მომსახურების გადახდის განსახორციელებლად (იხილე ცხრილი).
3.Gadaixade.ge-ს მომხმარებელს უფლება აქვს არ გამოიყენოს ოვერდრაფტის თანხა.


მომხმარებლის მოვალეობები:

1.Gadaixade.ge-ს მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს პუნქტში “ოვერდრაფტი” მოცემულ ინფორმაციას.
2.Gadaixade.ge-ს მომხმარებელი ვალდებული ოვერდრაფტის გააქტიურებისთვის დაადასტუროს, რომ იგი ეთანხმება ხელშეკრულების პირობებს. ეს ხორციელდება შესაბამისი ღილაკის “ვეთანხმები” გააქტიურებით. ღილაკის გააქტიურება ავტომატურად გულისხმობს, რომ მომხმარებელი გაეცნო პუნქტში “ოვერდრაფტი” მოცემულ ინფორმაციას და ეთანხმება მას. თუკი ეს ღილაკი არ იქნება გააქტიურებული მომხმერებელს ოვერდრაფტი არ გაუაქტიურდება.
3.Gadaixade.ge-ს მომხმარებელი ვალდებულია დაფაროს ოვერდრაფტის დავალიანება ყოველი თვის მეორე კვირის შამშაბათს.