სერვისის სწრაფი ძებნა
მთავარი სარგებლობის წესები
ჩვენი სერვისით სარგებლობისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით შემდეგ პირობებს.
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ თავიდანვე.
1. მომხმარებელთან შეთანხმება
2. საიტის გამოყენების პირობები
3. ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა
1. მომხმარებელთან შეთანხმება
Gadaixade.ge-ის ხელშეკრულების პირობები
მოგესალმებით Gadaixade.ge -ის ვებ გვერდზე. წინამდებარე ხელშეკრულების პირობები (“ხელშეკრულება”) სავალდებულოა
თქვენთვის და კომპანია შპს “იუპიეს”. აღნიშნული კომპანია შემდგომში მოხსენიებულია როგორც Gadaixade.ge , “ჩვენ”
ან “ჩვენი.” გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე პირობებს. ვებ-გვერდის ან Gadaixade.ge – ის ნებისმიერი
მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ თანხმობას აცხადებთ ამ პირობებზე, ისევე, როგორც ჩვენი “ინფორმაციის დაცვის
პირობებზე” (გამოქვეყნებულია ვებ გვერდის გადაიხადე.ჯე-ს მოხმარების წესების განყოფილებაში). ყველა
ქვემოთხსენებული პირობა არეგულირებს თქვენს მიერ ვებ-გვერდითა და ჩვენი მომსახურებით სარგებლობას. თუ თქვენ არ
ეთანხმებით ამ პირობებს, უნდა შეწყვიტოთ ვებ-გვერდითა და ჩვენი მომსახურებით სარგებლობა. ტერმინი “თქვენ”
მიუთითებს პირზე, რომელიც შედის ვებ-გვერდზე ან სარგებლობს ვებ-გვერდით ან ჩვენი მომსახურებით, ასევე მიუთითებს
კომპანიაზე ან ორგანიზაციაზე, რომლის სახელითაც ეს პირი შედის ვებ-გვერდზე ან სარგებლობს ჩვენი მომსახურებით.
ჩვენი მომსახურება Gadaixade.ge არის ონლაინ საგადახდო მომსახურება.
1.0 “საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
საგადახდო მომსახურების მომხმარებელს უფლება აქვს, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის საჩივრით მიმართვის
დღიდან არაუგვიანეს 6 თვის განმავლობაში, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის წინააღმდეგ საჩივრით მიმართოს
საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას (შემდგომ − კომისია) მხოლოდ საგადახდო
მომსახურების პროვაიდერისთვის წარდგენილი საჩივრის დადგენილ ვადაში დაუკმაყოფილებლობის (მათ შორის,
პასუხის გაუცემლობის) ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში. მომხმარებელი უფლებამოსილია კომისიას მიმართოს,
თუ მისი მოთხოვნა არ აღემატება 50 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 50 000 ლარის ეკვივალენტს (სადავო ქმედების
განხორციელების თარიღით ან წარდგენის დღის თარიღით). კომისია დავას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს
საჩივრის წარმოებაში მიღებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში (შესაძლოა გახანგრძლივდეს 30 კალენდარული დღით).
კომისია დავას განიხილავს უსასყიდლოდ. მომხმარებელს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს კომისიისთვის მიმართვის გარეშეც.
1.1 აღნიშნული პუნქტი ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, როდესაც პროვაიდერი მომხმარებლის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების
შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, ხოლო მომხმარებელი მიიჩნევს, რომ არ მომხდარა მისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება
და მიზანშეწონილად მიაჩნია დავების განმხილველი კომისიისთვის მიმართვა.
ჩვენი ვებ-გვერდითა და მომსახურებით პირობითი სარგებლობა
თქვენ გაქვთ უფლება, ისარგებლოთ Gadaixade.ge - ით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ:
• იმოქმედებთ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
• არ მოახდენთ Gadaixade.ge – ის რაიმე ნაწილის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერ გარემოში Gadaixade.ge – ის
წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
• წარმოადგენთ ზუსტ და სწორ ინფორმაციას ანგარიშის გახსნისას ან/და ჩვენი მომსახურების მისაღებად
დარეგისტრირებისას;
• ხართ სრულად პასუხისმგებელი თქვენი, როგორც მომხმარებლის, პირად ანგარიშიზე, ასევე ყველა იმ აქტივობაზე, რაც
ხორციელდება თქვენი ანგარიშით ვებ-გვერდზე ყოფნის დროს, ან თქვენი პირადი ანგარიშის მეშვეობით Gadaixade.ge – ით
სარგებლობის დროს;
• არ გამოიყენებთ Gadaixade.ge – ს ნებისმიერი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის მოსაპოვებლად, მათ შორის
ანგარიშთა სახელწოდებებს, ელექტრონული ფოსტის მისამართებს, ან სხვა მსგავს ინფორმაციას, კომერციული მიზნების
მისაღწევად;
• ხართ სრულად პასუხისმგებელი თქვენს მიერ მოწოდებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე.
• ადასტურებთ, რომ თქვენ გეკუთვნით ან ფლობთ საჭირო უფლებებს, ნებართვებს და თანხმობებს საიმისოდ, რომ
გამოიყენოთ და ნება დართოთ Gadaixade.ge – ს, რათა მან გამოიყენოს ყველა და ნებისმიერი თქვენს მიერ Gadaixade.ge
– ისთვის მიწოდებული ინფორმაცია ამ ხელშეკრულებით Gadaixade.ge – ისათვის მინიჭებული უფლების შესაბამისად;
გთხოვთ, იხილოთ ჩვენი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.Gadaixade.ge ნებისმიერი
ურთიერთობა თქვენსა და Gadaixade.ge – ს შორის, როგორიცაა ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით მიმოწერა,
სადაც თქვენ წარმოადგენთ რჩევებს ან კომენტარებს ჩვენი მომსახურების გაუმჯობესებასა ან შეცვლასთან დაკავშირებით,
ჩაითვლება ჩვენს მიერ როგორც არაკონფიდენციალური და არა საკუთრებრივი ინფორმაცია. თქვენ თანახმა ხართ, რომ ასეთი
ინფორმაცია გამოყენებული იქნება ჩვენს მიერ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
მომხმარებლის ქცევის ზოგადი წესები
ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი ვებ-გვერდითა და მომსახურებით სარგებლობა იყოს სასიამოვნო
გამოცდილება ყველა ჩვენი მომხმარებლისათვის. აქედან გამომდინარე, თქვენ თანახმა ხართ, რომ არ
განახორციელებთ ნებისმიერ ქვემოხსენებულ ქმედებას:
• ნებისმიერი უკანონო ღონისძიების განხორციელება ან რეკლამირება ჩვენი ვებ-გვერდის ან მომსახურების
მეშვეობით;
• ვებ-გვერდის ან მომსახურების გამართული ფუნქციონირებისათვის საფრთხის შექმნის ან რაიმე მცდელობა იმისათვის,
რათა გამოანგარიშებულ იქნეს პროგრამის საწყისი კოდი (მათ შორის ინსტრუმენტები, მეთოდები, პროცესები და
ინფრასტრუქტურა), რასაც ემყარება და რითიც ფუნქციონირების საშუალება ეძლევა ვებ-გვერდს;
• ვებ-გვერდის ან მომსახურების დაცულ ნაწილზე შესვლის მცდელობა, რისი უფლებაც თქვენ არ გაქვთ;
• ნებისმიერი სახის ვირუსის, “worm”, ”trojan horse” ან სხვა ზიანის მომტანი კოდის ატვირთვა ან გადაცემა;
• ვებ-გვერდის ან მომსახურების გამოყენება იმისათვის, რომ შექმნილ იქნეს არასასურველი სპამი ან ელექტრონულ
ფოსტაზე გასავრცელებელი რეკლამა;
• ნებისმიერი ავტომატური ან მექანიკური პროცესის გამოყენება ვებ-გვერდიდან ან მომსახურებიდან რაიმე ინფორმაციის
მოსაპოვებლად ან მოსაძებნად, ან ვებ-გვერდისა და მომსახურების გამართულ ფუნქციონირებაში ჩარევის მიზნით; ან
• საკუთარი თავის სხვა მომხმარებლად გასაღება.
ფუნქციონირება - თანხის უკან დაბრუნების პირობები
კონკრეტული გადახდის შესრულებისას, თქვენ ადასტურებთ მზადყოფნას, რომ შეიძინოთ ის სერვისი, რომელიც თქვენ
შეარჩიეთ მასზე არსებული შეზღუდვებისა და შესაბამისი პირობების გათვალისწინებით.
როგორც კი დააფიქსირებთ შეკვეთას და აირჩევთ სასურველი გადახდის ხერხს, საკრედიტო ბარათზე დაიბლოკება აღნიშნული
პროდუქტის საფასური. თუკი პროდუქტის ან სერვისის რაიმე ხარვეზის გამო (მაგალითად ტექნიკური ხარვეზი ოპერატორის
მხრიდან), მაქსიმუმ 72 საათში არ მოხდა სერვისის მიწოდება, ჩვენი სისტემა ატომატურ რეჟიმში მიმართავს ჩვენს
პარტნიორ ბანკს და აგზავნის მოთხოვნას მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე თანხის განბლოკვის თაობაზე.
ჩვენი პარტნიორი ბანკის მხრიდან ეს შეტყობინება ეგზავნება ამის შემდეგ მომხმარებლის ბანკს, რომელი ბანკის
ბარათითაც ახორციელებს მომხმარებელი გადახდას ჩვენს ვებგვერდზე და საბოლოოდ ეს ბანკი უკან უბრუნებს მოხმარებელს
თანხას.
თანხის უკან დაბრუნების პროცესის სისწრაფეზე ჩვენ ვერ ვიძლევით ვერანაირ გარანტიას, თუმცა ამ პროცესის დროში
გაწელვის შემთხვევაში მზად ვართ დავეხმაროთ ჩვენს მომხმარებელს და დამატებით მივმართოთ ჩვენს პარტნიორ ბანკს,
რომ მან თავის მხრივ დააჩქაროს ეს პროცესი უკვე უშუალოდ მომხმარებლის ბანკთან.
თანხები რომლებიც ჩაირიცხა მომხმარებლის მოთხოვნით მის მიერ არჩეულ სერვისზე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება
თუ თვითონ მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი სერვისის მომწოდებელი (შეძენილი მომსახურება) უარს გვეუბნება ჩვენ,
წარმატებით შესრულებული გადახდის გაუქმებაზე.
Gadaixade.ge პასუხისმგებლობა
Gadaixade.ge სრულად არის პასუხისმგებელი მომხმარებელთან ნებისმიერი და ყველა ზიანის, ზარალის, სარჩელის,
ვალდებულებების და ხარჯებისათვის, რაც სრულად ან ნაწილობრივ გამოწვეულია Gadaixade.ge -ის პროდუქტებისა და/ან
მომსახურების მიზეზით.
Gadaixade.ge -ის პროდუქტი
ვებ-გვერდი ხელმისაწვდომია მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნებიდან. თქვენ აცნობიერებთ, რომ ზოგიერთი ქვეყნიდან შეიძლება
არ იყოს ხელმისაწვდომი Gadaixade.ge პროდუქტი. Gadaixade.ge იტოვებს უფლებას, საკუთარი ერთპიროვნული
შეხედულებისამებრ არ დაუშვას ან სხვაგვარად შეზღუდოს პროდუქტით სარგებლობა.
ხელშემკვრელი მხარე, სამართლის არჩევა, დავის გადაწყვეტის ადგილი, საკონტაქტო ინფორმაცია
ეს ხელშეკრულება დადებულია თქვენსა და Gadaixade.ge ორგანიზაციას შორის იმ სახელმწიფოსათვის, რომელშიც თქვენ
რეზიდენტი ხართ. წინამდებარე ხელშეკრულების პირობები განიმართება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
ნებისმიერი დავა გამომდინარე ამ ხელშეკრულებიდან და მასთან დაკავშირებული აქცესორული ხელშეკრულებებიდან,
დაკავშირებული მათ გაუქმებასთან, შეწყვეტასთან, ბათილობასთან, ხელშეკრულებიდან გასვლასთან და მისგან გამომდინარე
ნებისმიერ შედეგთან (მათ შორის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენებასთან) წყდება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით, შესაბამისი ინსტანციის სასამართლოს მიერ,ზოგადი პირობები თქვენ და ჩვენ დამოუკიდებელი
ხელშემკვრელი მხარეები ვართ. ხელშეკრულების არც ერთი დებულება არ წარმოშობს თქვენსა და ჩვენს შორის
პარტნიორობას, სამსახურებრივ ურთიერთობას ან წარმომადგენლობას. წინამდებარე ხელშეკრულებას არ გააჩნია მესამე
მხარე ბენეფიციარი. თქვენ არ შეგიძლიათ, რომ წინამდებარე ხელშეკრულება ან ხელშეკრულებით თქვენთვის მონიჭებული
უფლებები და მოვალეობები მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეთ მესამე მხარეს ჩვენი წინასწარი წერილობითი ნებართვის
გარეშე. თქვენს მიერ ასეთი ქმედების ნებისმიერი მცდელობა იქნება ბათილი. თუ წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე
ნაწილი მიჩნეულ იქნება ბათილად ან აღსასრულებლად გამოუსადეგრად, მაშინ ხელშეკრულების აღნიშნული ნაწილი შედგენილ
იქნება შესაბამისი კანონმდებლობის გათვალისწინებით, ხოლო დანარჩენი ნაწილები დარჩება ძალაში. ჩვენს მიერ
წინამდეარე ხელშეკრულების ნებისმიერი დებულების აღსრულების შეუძლებლობა არ ჩაითვლება ამ დებულების აღსრულების
უფლებაზე უარის გამოცხადებად. ჩვენი უფლებები, რომლებიც წინამდებარე ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული
შენარჩუნდება ამ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაშიც.
თქვენ და Gadaixade.ge თანხმდებით, რომ ნებისმიერი სარჩელი, რაც გამომდინარეობს ან უკავშირდება Gadaixade.ge –ს,
უნდა აღიძრას სარჩელის საფუძვლის გაჩენიდან ერთი (1) წლის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული
საფუძვლით სარჩელის აღძვრის უფლება სამუდამოდ უქმდება. თქვენ აცხადებთ, რომ სამართლებრივად უფლებამოსილი ხართ
მიიღოთ წინამდებარე ხელშეკრულების პირობები. თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენი ასაკი აღემატება 18 წელს, ან ხართ
მშობელთა მზრუნველობისაგან განთავისუფლებული არასრულწლოვანი, ან გაგაჩნიათ მშობელთა ან მეურვის სამართლებრივი
ნებართვა და ხართ სრულად კომპეტენტური, რათა შეუერთდეთ წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ პირობებს,
ვალდებულებებს, მტკიცებულებებს, წარმომადგენლობებს და გარანტიებს, და ასევე დაემორჩილოთ და შეასრულოთ
წინამდებარე ხელშეკრულება. გაუგებრობის თავდან ასაცილებლად, Gadaixade.ge -ის ხელშეკრულების პირობების
განმარტებისას უპირატესი იურიდიული ძალა გააჩნია ხელშეკრულების ქართულ ვერსიას.
2. საიტის გამოყენების პირობები
ქვემოთ მოცემულ ტექსტში სიტყვები “თქვენ” და “მომხმარებელი” ნიშნავს ვებგვერდზე შემოსულ ნებისმიერ სტუმარს.
გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ მოხმარების წესები.
2.1. ზოგადი პირობები
წინამდებარე მოხმარების წესებით დადგენილი პირობები (შემდგომში “მოხმარების წესები”) არეგულირებს შპს “იუპიეს”
ვებგვერდის (www.gadaixade.ge) გამოყენების პირობებს, რომლის ძირითადი ადგილსამყოფელია საქართველო, საქართველო,
ქ. თბილისის, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ალ. ყაზბეგის გამზ., N 34, (ნაკვეთი N17), ბ. N1, სართული I და II და
რეგისტრირებულია საქართველოს საგადასახადო ინსპექციაში სარეგისტრაციო ნომრით 405154167.
თქვენს მიერ www.gadaixade.ge ვებგვერდზე შესვლა და ამ ვებგვერდზე ან მისი მეშვეობით გადახდის განხორციელება,
მომსახურების მიღება გულისხმობს იმას, რომ თქვენ თანახმა ხართ შეასრულოთ ამ მოხმარების წესებით დადგენილი
პირობები. ცალკეული მომსახურებების პირობებსა და ამ მოხმარების წესებით დადგენილ პირობებს შორის შეუსაბამობის
შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ამ კონკრეტული პროდუქტის დადგენილ პირობებს.
2.2. შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებაზე
www.gadaixade.ge ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია მიღებულია იმ წყაროებიდან, რომლებსაც www.gadaixade.ge
სანდოდ მიიჩნევს. ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების
გარეშე. www.gadaixade.ge არ იძლევა გარანტიას იმაზე, რომ ამ ვებგვერდით მიწოდებული მომსახურებები იმუშავებს
შეცდომების ან შეფერხებების გარეშე.
www.gadaixade.ge არ მიაწვდის მომსახურებას, რომელიც მისი აზრით არღვევს კანონმდებლობას. ამასთანავე თქვენ
გეკრძალებათ ჩვენი სისტემების ან ამ ვებგვერდის ყოველგვარი არაუფლებამოსილი გამოყენება, რაშიც შეუზღუდავად შედის
ჩვენ სისტემებში არაუფლებამოსილი შესვლა, პაროლის არასათანადო გამოყენება ან ვებსაიტზე განთავსებული ნებისმიერი
ინფორმაციის არასათანადო გამოყენება.
თქვენ თანხმობას აცხადებთ იმაზე, რომ ჩვენ უფლება გვაქვს თქვენს მიერ ვებგვერდზე მიწოდებული ინფორმაცია
გავუმჟღავნოთ და გადავცეთ (i) შპს “იუპიეს” -თან აფილირებულ ნებისმიერ კომპანიას მის წარმომადგენლებს ან
ინფორმაციის მომწოდებლებს; (ii) ნებისმიერ სხვა პირს ან ორგანიზაციას თქვენი თანხმობით; და (iii) როდესაც ჩვენ
კანონმდებლობით გვაქვს უფლება ან ვალდებულება ან/და გვაქვს ნებართვა ან იძულებული ვართ გავამჟღავნოთ ეს
ინფორმაცია. თქვენ თანხმობას აცხადებთ ამ ინფორმაციის გადაცემაზე და მიწოდებაზე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ან
ნებისმიერი ქვეყნის გავლით, როგორც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ ან მიზანშეწონილად. თქვენს მიერ ამ ვებგვერდით
სარგებლობა ან მასზე ინფორმაციის მიწოდება მიიჩნევა თქვენს მიერ ინფორმაციის ასეთ გადაცემაზე თანხმობად.
ამ ვებგვერდით სარგებლობა შეიძლება დაექვემდებაროს მონიტორინგს, თვალყურისდევნებას და ჩაწერას. ნებისმიერი პირი,
რომელიც იყენებს ამ ვებგვერდს მკაფიოდ გამოხატავს თავის თანხმობას ასეთ მონიტორინგზე, თვალყურისდევნებაზე და
ჩაწერაზე. თქვენ ვალდებული ხართ გაეცნოთ ვებგვერდზე განთავსებულ ამ მოხმარების წესების მიმდინარე ვერსიას
ვებგვერდზე მუშაობის ყოველი შემთხვევისას.
2.3. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
www.gadaixade.ge, მასთან აფილირებული პირები და მესამე მხარეები გათავისუფლებული არიან ყოველგვარი გარანტიის ან
პირობის მიცემის ვალდებულებისგან ამ ვებგვერდთან დაკავშირებით, მათ შორის შეუსაბამობაზე ვებგვერდსა და
მომხმარებლის ფაილებს ან მომხმარებლის მიერ ინტერნეტში გამოყენებულ სანავიგაციო პროგრამას (browser) ან საიტზე
შესასვლელ სხვა პროგრამას შორის, და სხვა პრობლემებზე, რომლებიც მომხმარებელს შეიძლება შეექმნას ჩვენ მიერ არ ან
ვერ კონტროლირებადი მიზეზებით.
2.4. საავტორო უფლება და სავაჭრო ნიშნები
შპს “იუპიეს ” და მესამე მხარეები, თუ ეს პირდაპირ არის მითითებული, ინარჩუნებენ საკუთრების უფლებას,
საავტორო უფლებას © და საიტთან დაკავშირებულ ყველა არაქონებრივ უფლებას. აკრძალულია ამ ვებგვერდის შემცველობის,
მთლიანად ან ნაწილობრივ, გამოქვეყნება, კოპირება, გადაცემა ან შენახვა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საკუთრების
უფლების, საავტორო უფლების ან სხვა არაქონებრივი უფლების მფლობელმა მისცა თანხმობა შესაბამის ქმედებაზე.
აკრძალვა არ ეხება კომპიუტერში შენახვას ან ამობეჭდვას მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის. დასაშვებია ვებგვერდის
შემცველობის ციტირება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ციტირების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება.
საიტზე არსებული სავაჭრო ნიშნები და ლოგოები შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გამოქვეყნებული ან გავრცელებული
უფლების მფლობელის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშეც.
2.5. შესაძლო შეფერხებები (წყვეტები) მომსახურებაში
თქვენ თავად ხართ პასუხისმგებელი სატელეფონო, კომპიუტერული, პროგრამული და სხვა
აღჭურვილობის ქონაზე და გამოყენებაზე, რაც საჭიროა ამ ვებგვერდზე შესასვლელად და მისი
სარგებლობისთვის. ვებგვერდზე დაშვება შეიძლება ზოგჯერ იყოს შეუძლებელი, შეფერხებული,
შეზღუდული ან შენელებული ქვემოთ ჩამოთვლილი და სხვა მიზეზებით:
• აღჭურვილობის გაუმართაობა, მათ შორის და არა მხოლოდ, კომპიუტერების (მათ შორის თქვენი
კომპიუტერის), სერვერების, ქსელების, ტელეკომუნიკაციის ხაზების და კავშირგაბმულობის, სხვა
ელექტრონული და მექანიკური აღჭურვილობის გაუმართაობა;
• პროგრამების გაუმართაობა, მათ შორის და არა მხოლოდ, პროგრამული “ბაგები” (bugs), შეცდომები
(errors), ვირუსები, კონფიგურაციის პრობლემები, სისტემების, დამხმარე პროგრამების (utilities) და
შემსრულებელი პროგრამების (applications) ურთიერთშეუთავსებლობა, ქსელთაშორისი დამცავი
(firewalls) და შემმოწმებელი პროგრამების (screening programs) მუშაობა, არაწაკითხვადი კოდები ან
უწესრიგობა ცალკეულ დოკუმენტებში ან სხვა შიგთავსში;
• სისტემის გადატვირთულობა;
• ზიანი, რომელიც გამოწვეულია უამინდობით, მიწისძვრით, ომით, აჯანყებით, არეულობით,
ტერორისტული აქტით, სამოქალაქო მღელვარებით, სტიქიური მოვლენებით, უბედური
შემთხვევით, ხანძრით, წყლის გაყვანილობის დაზიანებით, აფეთქებით, მექანიზმის ავარიით ან
ბუნებრივი კატასტროფებით;
• ელექტროდენის ან სხვა კომუნალური მომსახურების მიწოდების მთლიანი ან ნაწილობრივი
შეფერხებით;
• მთლიანი თუ ნაწილობრივი გაფიცვით ან შრომითი პროცესის სხვა შეფერხებით;
• მთავრობის ან კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვებით, სასამართლო გადაწყვეტილებებით
ან ადამიანის სხვაგვარი ჩარევით; ან
• ნებისმიერი სხვა მიზეზით (იქნება ეს ზემოთ ჩამოთვლილის მსგავსი თუ არამსგავსი), რომელიც არ
არის ჩვენს მიერ კონტროლირებადი.
თუ ვებგვერდზე შესვლა შეუძლებელია, შეფერხებულია ან შეზღუდულია ან თუ ვებგვერდი არ
მუშაობს სწრაფად და გამართულად, თქვენ შეიძლება ვერ შეძლოთ ტრანზაქციებთან და სხვა
საკითხებთან დაკავშირებით მითითებების მიცემა, ეს მითითებები შეიძლება არ შესრულდეს
სათანადოდ ან თქვენ შეიძლება ვერ შეძლოთ ინფორმაციის დროულად მიღება. თუ თქვენი
ოპერაციები დამოკიდებულია ჩვენთან ასეთ კავშირგაბმულობაზე და კავშირგაბმულობა
შეწყვეტილი ან შეფერხებულია, თქვენ შეიძლება მოგადგეთ ზიანი. შპს “იუპიეს ” პასუხს არ აგებს ასეთ ზიანზე.
2.6. სხვა საიტებთან დამაკავშირებელი ბმულები (links)
მაშინ, როდესაც gadaixade.ge გთავაზობთ ბმულებს მესამე პირების ვებგვერდებთან, ეს არ ნიშნავს
იმას, რომ gadaixade.ge რეკომენდაციას უწევს ამ ვებგვერდებს ან მათი მეშვეობით შემოთავაზებულ
პროდუქტებს, მომსახურებებს, მოსაზრებებს, იდეებს ან ინფორმაციას. ამ ბმულების გამოყენებისას
თქვენ მოქმედებთ მხოლოდ თქვენი რისკით და gadaixade.ge არ იღებს არანაირ ვალდებულებას ან
პასუხისმგებლობას ამ ვებგვერდების შემცველობაზე, გამოყენებაზე ან ხელმისაწვდომობაზე. თუ
თქვენ გადაწყვეტთ ისეთ ვებგვერდზე გადასვლას, რომელიც ჩვენ კონტროლს არ ექვემდებარება,
ჩვენ არ გაძლევთ არანაირ გარანტიას, პირდაპირს თუ ნაგულისხმევს, თქვენს მიერ ასეთი საიტის
გამოყენებასთან ან გამოყენების შეუძლებლობასთან დაკავშირებით, საიტის შემცველობასთან
დაკავშირებით, მათ შორის მის სისწორესთან, სისრულესთან, სანდოობასთან ან რაიმე კონკრეტული
მიზნით ვარგისიანობასთან დაკავშირებით; ასევე, ჩვენ არ გაძლევთ გარანტიას, რომ ეს საიტი ან მისი
შემცველობა თავისუფალია ისეთი პრეტენზიებისგან, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს
საავტორო უფლებას, სავაჭრო ნიშანს ან მესამე პირების უფლებების სხვა დარღვევებს. ჩვენ ასევე არ
გაძლევთ გარანტიას, რომ ასეთი საიტი ან მისი შემცველობა თავისუფალია ვირუსებისგან ან სხვა
სახის დამაზიანებელი ფაქტორებისგან. ჩვენ არ გაძლევთ გარანტიას ინტერნეტში არსებული
დოკუმენტების ნამდვილობაზე. gadaixade.ge-ს არ შეუმოწმებია ასეთი ვებგვერდების შემცველობის
სინამდვილე, სისწორე, გონივრულობა, სანდოობა ან სისრულე.
გარდა ამისა, ამ მესამე პირების ვებგვერდებს შეიძლება ჰქონდეთ ჩვენი ვებგვერდისგან
განსხვავებული უსაფრთხოების პოლიტიკა ან უსაფრთხოების სხვა პრაქტიკა, რის გამოც
აუცილებელია გაეცნოთ ამ სხვა საიტების პოლიტიკას მანამ, სანამ გაცვლით თქვენ პირად
ინფორმაციას.
2.7. გაფრთხილება უცხოელი მომხმარებლებისთვის
ეს ვებგვერდი ძირითადად გამიზნულია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან
ძირითადად საქართველოში მოქმედი ოპერატორებისაგან მომსახურების მიღებით. ამ ვებგვერდზე
მოწოდებული მომსახურებები შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი საქართველოს ტერიტორიის გარეთ
მყოფი კერძო მომხმარებლებისთვის. ამასთან დაკავშირებით, თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი
კონსულტაციების ან რჩევების შესაბამისი სპეციალისტებისგან.
2.8. მოქმედი კანონმდებლობა და იურისდიქცია
ეს ვებგვერდი და მისი მოხმარების წესები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და უნდა
განიმარტოს მის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თქვენ ცხოვრობთ თუ არა საქართველოში.
შპს "იუპიეს " წინააღმდეგ მიმართული ყოველგვარი სარჩელი და ნებისმიერი დავა,
რომელიც წარმოიშვება ან დაკავშირებულია თქვენს მიერ ამ ვებგვერდის წვდომასა და მის
სარგებლობასთან, ასევე ამ მოხმარების წესების დებულებებთან, თქვენს მიერ უნდა წარედგინოს
მხოლოდ საქართველოს სასამართლოებს. თქვენ თანხმობას აცხადებთ საქართველოში არსებული
სასამართლოების განსჯადობასა და ადგილმდებარეობაზე იმ თვალსაზრისით, რომ შპს "იუპიეს "
ყოველგვარ სარჩელს თქვენს წინააღმდეგ, რაც წარმოიშვება ან დაკავშირებულია
თქვენს მიერ ამ ვებგვერდის წვდომასთან ან სარგებლობასთან და ამ მოხმარების წესების
დებულებებთან, წარუდგენს საქართველოს სასამართლოებს. თუ ამ მოხმარების წესების რომელიმე
წესის ან დებულების აღსრულება გახდება შეუძლებელი, დანარჩენი წესები და დებულებები რჩება
ხელშეუხებელი, ხოლო აღუსრულებელი წესი ან დებულება ჩანაცვლდება იმ აღსრულებადი წესით ან
დებულებით, რომელიც ყველაზე ახლოს დგას აღუსრულებელი წესის ან დებულების მიზანთან. ეს
მოხმარების წესები ექვემდებარება ნებისმიერ სხვა შეთანხმებას, რომელიც თქვენ დადებული
გაქვთ შპს "იუპიეს ". ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, ჩვენი შეხედულებისამებრ შევიტანოთ
ცვლილებები ამ მოხმარების წესების წესებსა და დებულებებში ნებისმიერ დროს და წინასწარი
შეტყობინების გარეშე.
3. ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა
წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა მოიცავს Gadaixade.ge ვებ-გვერდთან (იგულისხმება
„ვებ-გვერდი“, რომელიც განთავსებულია შემდეგ ვებ-მისამართზე: www.Gadaixade.ge)
დაკავშირებულ ინფორმაციის დაცვის საკითხებს. ვებ-გვერდის პროვაიდერი, შპს "იუპიეს ".
Gadaixade.ge (მოხსენიებულია როგორც „ჩვენ“), მიზნად ისახავს თქვენი ინფორმაციის დაცვას
ონლიან სივრცეში. გთხოვთ, გაეცნოთ წინამდებარე ინფორმაციის პოლიტიკას, რათა გაიგოთ, თუ რა
ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან („მომხმარებელი“) და როგორ ვიყენებთ მას. ინფორმაციის დაცვის
პოლიტიკასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე info@ipsys.ge
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკას. ჩვენს ვებ-გვერდზე
შესვლისას ან ვებ-გვერდით სარგებლობისას თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით, გაიგეთ და
ეთანხმებით ამ ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის და ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის ყველა პირობას.
თუ თქვენ არ ეთანხმებით ამ პირობებს, გთხოვთ დახურეთ ეს გვერდი და ნუ შეხვალთ ან ისარგებლებთ
ჩვენი ვებ-გვერდით.
3.1. ცვლილებები ინფორმაციის დაცვის პოლიტიკაში
ინფორმაციის დაცვის პოლიტიკაში ცვლილებები დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება ინფორმაციის დაცვის გვერდზე და სხვა ისეთ
ადგილებზე, რომლებიც ჩვენი აზრით უზრუნველყოფს თქვენს საქმის კურსში ყოფნას იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის
ინფორმაციას შევაგროვებთ, როგორ გამოვიყენებთ და რა დროს გავამჟღავნებთ მას (კანონით გათვალისწინებულ
შემთხვევებში). ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს შევცვალოთ წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა. ასე
რომ, გთხოვთ, ხშირად შეამოწმოთ იგი. თუ მნიშვნელოვან ცვლილებებს შევიტანთ ამ დოკუმენტში, ჩვენ გაცნობებთ ამის
შესახებ წინამდებარე დოკუმენტში, ჩვენს მთავარ გვერდზე შესაბამისი შეტყობინების დადებით.
3.2. შესაგროვებელი ინფორმაციის სახეობა და მისი გამოყენება
ჩვენ ვაგროვებთ ორი სახის ინფორმაციას ჩვენი მომხმარებლების შესახებ: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და
არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია. პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია. პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია
არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია. ჩვენ შეიძლება გთხოვოთ
თქვენს შესახებ გარკვეული ინფორმაციის წარმოდგენა, როდესაც თქვენ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით ერთვებით რაიმე
აქტივობაში, სპეციალური მომსახურებისათვის დარეგისტრირება (ერთობლივად მოიხსენიება როგორც „საიდენტიფიკაციო
აქტივობები“). საიდენტიფიკაციო აქტივობაში ჩართვა თქვენთვის სავალდებულო არ არის. თუმცა, თუ თქვენ გადაწყვეტთ
საიდენტიფიკაციო აქტივობაში ჩართვას, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენს შესახებ გარკვეული პირადი ინფორმაციის
წარმოდგენა, როგორიცაა თქვენი სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სქესი და დაბადების თარიღი, ასევე
სხვა დამატებითი ინფორმაცია თქვენს შესახებ რომლის შევსებაც ნებაყოფლობითია. როდესაც თქვენ იღებთ მომსახურებას,
ჩვენ შეიძლება ასევე გთხოვოთ წარმოადგინოთ თქვენი საკრედიტო ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუტენტურობის
კოდი ან სხვა შესაბამისი ინფორმაცია. ეს უკანასკნელი არ ინახება ჩვენს ვებ-გვერდზე, რადგან გადახდა ხდება ჩვენი
პარტნიორი ბანკის უსაფრთხოების სერვერზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენი საკრედიტო
ბარათის ინფორმაციაზე. იმისდა მიხედვით, თუ რა სახის აქტივობაში ჩაერთვებით ზოგიერთი ინფორმაციის წარმოდგენა
იქნება სავალდებულო, ზოგიერთისა კი – ნებაყოფლობითი. თუ თქვენ არ წარადგენთ სავალდებულო ინფორმაციას იმ
კონკრეტული აქტივობისათვის, თქვენ ვერ ჩაერთვებით ამ აქტივობაში. ჩვენ ვიყენებთ პირად საიდენტიფიკაციო
ინფორმაციას, რათა უზრუნველგყოთ თქვენ პროდუქტებითა და მომსახურებით გავაუმჯობესოთ ჩვენი მარკეტინგული
საქმიანობა, მოვახდინოთ ვებ-გვერდით სარგებლობის ანალიზი, გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების
შეთავაზებები
ჩვენ შეიძლება ასევე გამოვიყენოთ თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია შემდეგი მიზნებისათვის: ხარვეზის
აღმოფხვრა, დავის გადაწყვეტა, ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება, თქვენთან დაკავშირება, ჩვენს შორის
დადებული ხელშეკრულების (რაც მოიცავს ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის პირობებს და ინფორმაციის დაცვის პოლიტიკას)
აღსრულება, შესაბამისი კანონმდებლობის დაცვა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა.
არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია. არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომელიც არ
ახდენს კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაციას. ამ სახის ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს ისეთ გარემოებებს,
როგორიცაა "Uniform Resource Locator" „URL“ იმ ვებ-გვერდისა, რომელზეც თქვენ შეხვედით იქამდე სანამ ჩვენს
ვებ-გვერდზე შეხვიდოდით, „URL“ იმ ვებ-გვერდისა, რომელზეც თქვენ შეხვალთ ჩვენი ვებ-გვერდიდან გამოსვლის შემდეგ,
იმ ბრაუზერის სახეობა, რომელსაც თქვენ იყენებთ და თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის „IP“ მისამართი. ჩვენ შეიძლება
ასევე მივაწოდოთ ეს ინფორმაცია ჩვენს მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებსა და
მარეკლამირებელ პირებს, რათა მათ მოახდინონ ჩვენი ონლაინ რეკლამების, ინფორმაციისა და პროგრამირების საერთო
ეფექტურობის გაზომვა.
3.3. პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის გაცემა
ჩვენ არ გავცემთ, ვყიდით, ვაქირავეთ ან ვვაჭრობთ სხვა პირებთან თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციით გარდა
ქვემოთ მოცემული შემთხვევებისა:
ჩვენ შეიძლება მივაწოდოთ თქვენი ინფორმაცია ჩვენს მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერს. ჩვენ
წარმოგიდგენთ მომსახურებასა და პროდუქტებს მესამე მხარეების მეშვეობით. მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერები
ასრულებენ სხვადასხვა ფუნქციებს ჩვენი სახელით. ასეთი ფუნქციები მოიცავს ჩვენი ადმინისტრაციული და სარეკლამო
ელექტრონული ფოსტის გაგზავნასა და გავრცელებას. ჩვენ შეიძლება მივაწოდოთ თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო
ინფორმაცია ამ პროვაიდერებს, რათა მათ შეასრულონ შეკვეთები, მოახდინონ მონაცემთა ბაზის ანალიზი, განახორციელონ
მარკეტინგული დახმარება, განახორციელონ ძებნის შედეგები და ბმულები, უზრუნველყონ საკრედიტო ბარათით გადახდები,
მართონ ვებ-გვერდი, აღმოფხვრან ხარვეზები და განახორციელონ მომხმარებელთა მომსხურება. ჩვენ შეიძლება ასევე
მოვიპოვოთ თქვენი პირადი ინფორმაცია იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირებისაგან, რომლებთანაც ჩვენ
ბიზნეს-ურთიერთობანი გვაკავშირებს და მივაწოდოთ ეს ინფორმაცია მომსახურების პროვაიდერებს ჩვენი ადმინისტრაციული
ფუნქციების შესრულების მიზნით. ასევე, ჩვენ შეიძლება გადავცეთ თქვენს შესახებ ინფორმაცია ჩვენს ბანკს, რათა მან
მოახდინოს თანხის გადარიცხვა საჭიროების შემთხვევაში. ჩვენ მოვუწოდებთ პარტნიორებს და მესამე მხარე მომსახურების
პროვაიდერებს, რათა მათ შეიმუშაონ და გამოაქვეყნონ საკუთარი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა. თქვენი პირადი
საიდენტიფიკაციო ინფორმაციის გამოყენება ამ პირთა მიერ შეიძლება დარეგულირდეს მხოლოდ მათი ინფორმაციის დაცვის
პოლიტიკით და არ ექვემდებარება ჩვენს კონტროლს.
ჩვენ შეიძლება გადავცეთ თქვენი ინფორმაცია ბიზნესის გადაცემის დროს. როგორც ყველა ბიზნესი, ჩვენ შეიძლება
შევუერთდეთ ან შესყიდულ ვიქნეთ სხვა პირის მიერ. ამ შემთხვევაში ჩვენი სამართალმემკვიდრე მიიღებს ყველა ჩვენს
ხელთ არსებულ ინფორმაციას, მათ შორის თქვენს პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას. მიუხედავად ამისა, პირად
საიდენტიფიკაციო ინფორმაციაზე მაინც გავრცელდება წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა. ჩვენ შეიძლება გავცეთ
თქვენი ინფორმაცია თქვენი ან სხვების დაცვის მიზნით. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ გავცემთ თქვენს პირად
საიდენტიფიკაციო ინფორმაციას იმ შემთხვევებში, როდესაც ამას მოითხოვს კანონმდებლობა და როდესაც ჩვენ ჩავთვლით
აუცილებლად ჩვენი უფლებების დასაცავად და/ან ვებ-გვერდის მიმართ ნებისმიერი სასამართლო პროცესის, სასამართლო
გადაწყვეტილების/დადგენილების ან სხვა სახის სამართლებრივი პროცესის უზრუნვლეყოფის მიზნით. ჩვენ ასევე ვიტოვებთ
უფლებას, გავცეთ თქვენი ინფორმაცია შემდეგი მიზნებისათვის:
წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის დაცვა და განხორციელება; ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის პირობების ან
სხვა ხელშეკრულების დაცვა და განხორციელება; ვებ-გვერდის, მისი მომხმარებლების ან სხვათა უფლებების, საკუთრების
ან უსაფრთხოების დაცვა.
3.4. არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის გაცემა
ჩვენ შეიძლება გავანდოთ ან მივაწოდოთ არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს, ფილიალებს და
მარეკლამირებელ პირებს. ორგანიზაციებს,“ ასევე სხვა პირებს ქვემოთ მოცემული დებულებების გათვალისწინებით:
ჩვენ ასევე ვიყენებთ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებს, რათა თვალყური ვადევნოთ და გავაანალიზოთ არაპირადი
საიდენტიფიკაციო სარგებლობა და ჩვენი მომხმარებლების საერთო სტატისტიკური ინფორმაცია. ყოველივე ეს გამიზნულია
საიმისოდ, რომ ჩვენ ვმართოთ ჩვენი ვებ- გვერდი და სისტემატიურად გავაუმჯობესოთ მისი ხარისხი. ჩვენ შეიძლება
გამოვაქვეყნოთ აღნიშნული ინფორმაცია რეკლამის თვალსაზრისით ან წარმომადგენლობითი აუდიენციის სახით ჩვენი
მარეკლამირებლებისათვის. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს არ არის პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, არამედ
მხოლოდ ჩვენი მომხმარებლების აქტივობების ზოგადი შეჯამება. ასეთი მონაცემები შეგროვებულია ჩვენი სახელით,
გვეკუთვნის ჩვენ და ჩვენს მიერვე ხდება მათი გამოყენება.
3.5. ინფორმაციის განახლება და შეცვლა
ჩვენი აზრით თქვენ უნდა გქონდეთ იმ პირადი საიდენტფიკაციი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და შეცვლის
შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ წარმოგვიდგენთ. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ნებისმეირი პირადი
საიდენტფიკაციო ინფორმაცია თქვენს ანგარიშზე შესვლითა და ვებ-გვერდის „ჩემი ანგარიში“ – ს განყოფილებაში
შესვლით.ჩვენთან დაკავშირებისას, გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი სახელი და ის ინფორმაცია, რომლის განახლებაც გსურთ.
ჩვენ მოგიწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ განაახლოთ თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის მისი შეცვლის
შემთხვევაში. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს ანგარიშზე არსებული ინფორმაციის წაშლა. თუმცა იმის გამო, რომ
ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ძველ ტრანზაქციებს, თქვენ ვერ წაშლით ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ვებ-გვერდზე
განხორციელებულ ძველ ტრანსაქციებთან. გარდა ამისა, ჩვენთვის შეიძლება შეუძლებელი გახდეს მთელი თქვენი
ინფორმაციის წაშლა, რადგან ჩვენ პერიოდულად ვახდენთ ინფრომაციის დარეზერვებას.
თქვენი საკრედიტო ბარათის ინფორმაცია არ ინხება ჩვენს ვებ-გვერდზე, არამედ განთავსებულია დაცულ გვერდზე,
რომელსაც უზრუნველყოფს და მართავს ჩვენი პარტნიორი ბანკი. ამ უკანასკნელს საკუთარი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა
აქვს, რომელიც ჩვენი კონტროლის სფეროს არ წარმოადგენს.
3.6. მომხმარებლის არჩევანი ინფორმაციის შეგროვებასა და გამოყენებაზე
როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თავი შეიკავოთ ინფორმაციის
წარმოდგენისაგან. თუმცა ინფორმაციის წარმოდგენა შეიძლება აუცილებელი გახდეს, თუ თქვენ ჩაერთვებით ვებ-გვერდზე
არსებულ რაიმე აქტივობაში.
3.7. ინფორმაციის უსაფრთხოება
ჩვენ სერიოზულად ვუდგებით უსაფრთხოების საკითხს და ვატარებთ მრავალ უსაფრთხოების ზომას პირადი საიდენტიფიკაციო
ინფორმაციის დასაცავად. თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ
თქვენი პაროლისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითების შემთხვევაში. ეს პაროლი დაშიფრულია. ჩვენ გირჩევთ,
რომ არავის გაანდოთ თქვენი პაროლი. გარდა ამისა, თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ
სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი. ჩვენ არ გვაქვს რაიმე
ინფორმაცია თქვენს საკრედიტო ბარათთან დაკავშირებით და ჩვენთვის იგი ხელმიუწვდომელია, რადგან თქვენი საკრედიტო
ბარათი ჩვენი პარტნიორი ბანკის კონტროლის სფეროს განეკუთვნება. სამწუხაროდ, მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა
ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ
ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები და ასევე ვცდილობთ კავშირები
დავამყაროთ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც იგივენაირად უდგებიან ამ საკითხს. თუმცა ჩვენ ვერ გავცემთ
რაიმენაირ გარანტიას ვებ-გვერდისათვის ან ვებ-გვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე, და არ ვაგებთ
პასუხს ნებისმიერი მესამემხარის ქმედებებზე, რომელმაც შეიძლება მიიღოს ნებისმიეირ მსგავსი ინფორმაცია.
3.8. მესამე მხარე ვებ-გვერდების ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა
წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა ეხება მხოლოდ იმ ინფორმაციის გამოყენებასა და გამჟღავნებას, რომელსაც
ჩვენ ვიღებთ თქვენგან www. Gadaixade.ge - ზე. სხვა ვებ-გვერდებს, რომლებზე შესვლაც შეიძლება ჩვენი
ვებ-გვერდიდან, საკუთარი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა და მონაცემთა კრებული აქვთ, ისევე როგორც გამოყენებისა და
გამჟღავნების პრინციპები. თუ თქვენ დაუკავშირდებით მსგავს ვებ-გვერდს, ჩვენ მოგიწოდებთ, რომ წაიკითხოთ მათი
ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ მესამე მხარეთა საქმიანობაზე.
3.9. ინფორმაციის დაცვის სხვადასხვა საკითხები
გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე თქვენი ნებისმიერი პირადი ინფორმაციის ვებ-გვერდზე საჯაროდ განთავსებისას.
3.10. ჩვენთან დაკავშირება
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ოთარ ჩხეიძის ქ. 10
E: info@upsystems.ge